საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030164884678715

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/46267 26 / ივნისი / 2015 წ.    



სარეკომენდაციო წერილი

2014 წლის 21 აგვისტოდან ჯუნა გერსამია დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

იგი მონაწილეობას იღებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD), სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის, სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური განწერის, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში; ასევე, სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის კოორდინაციასა და დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებაში; მონაწილეობს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვისა და პასუხის მომზადების პროცესში. კანონმდებლობის შესაბამისად ითანხმებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესყიდვების გეგმებს და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში. მის საკურატოროს განეკუთვნება სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და  დახმარების სახელმწიფო ფონდი და სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. ასევე, „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში ამზადებს ჩატარებული კომისიების ხარჯვის მიმდინარეობის შესახებ ანალიზს კატეგორიების მიხედვით.

აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის პროცესში ჯუნა გერსამია გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, შრომისმოყვარეობით, პუნქტუალურობით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მუდმივი სწრაფვით და გუნდური მუშაობის უნარით. იგი სრულყოფილად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევ ქალბატონ ჯუნა გერსამიას, რომ დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე.



 

ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ქინქლაძე